Thursday, November 26, 2015

ბუნება (nature)...

    ჩვენს წინაპრებს ესმოდათ ბუნებისა და ადამიანის ერთიანობა, გრძნობდნენ ბუნების სულსა და მასში ღვთის განსახოვნებას. ბუნება ასაზრდოვებდა და იცავდა მათ. ჯანმრთელობის ყველაზე საუკეთესო წამალიც ბუნებაა. ბუნებასთან სიახლოვე გამოიხატა ენაშიც, როდესაც სულიერი მოვლენის სიმბოლოდ, ბუნების გარკვეულ მოვლენებს ვიყენებთ მაგალითად: ,,მუხა - გამძლეობა და სიმტკიცე“, ,,კლდე - მტკიცე ხასიათი“, მელა - გაიძვერობა“, ,,სინაზე - ყვავილები“, ,,კრავი - უმანკოება“ და ა.შ.
    ბუნება ცოცხალი, ნებიანი და ფორმით დიდებულია. ამასთანავე საოცრად მშვენიერიც. მისი სილამაზე ყოველთვის აღაფრთოვანებდა ადამიანს. სტივენ ფრაის მოსაზრებაც მხარს უჭერს ბუნების სილამაზეს. იგი წერს: ,, თუ ირგვლივ მიმოვიხედავთ ნებისმიერი სიუშნოვე ჩვენს ირგვლივ, ადამიანის ხელით არის შექმნილი.“
დღეს, როდესაც ეკოლოგიური პრობლემები ერთ-ერთი უმთავრესი გახდა ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ბუნებრივ გარემო პირობებს, მათ შორის უმნიშვნელოვანესია ფლორის საკითხი, ვინაიდან სწორედ მცენარეების მეშვეობით ხდება კაცობრიობისათვის საჭირო ჟანგბადის გამომუშავება. ამას  გარდა მათი უამრავი სახეობის ესტეთიური მხარე ადამიანზე დადებითად მოქმედებს, რაშიც თავადაც კიდევ ერთხელ დარწმუნდებით აღნიშნული სიახლის დათვალიერებისას.